CR7-ის 9 გამოწვევა 9 თვეში
კრიშტიანო რონალდო მეშვიდე სეზონის დასაწყებად ემზადება. მადრიდის "რეალში" ამ შვიდი წლის მანძილზე პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ძალიან ბევრი გამოწვევა მიიღო და ნელ-ნელა წინ მიიწევდა. დღეს კი იგი იმ დონემდეა მისული, რომ გულშემატკივრები მას უკვე სამეფო კლუბსი ლეგენდად მოიხსენიებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ რონი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი გამოწვევისთვის ემზადება. იგი აპირებს კლუბის 113 წლიანი ისტორიის საუკეთესო ბომბარდირის წიდება მოიპოვოს და ამისთვის მას რამდენიმე გოლის გატანა მოუწევს.
CR7-ს ამ ეტაპისთვის მადრიდის "რეალის" მაისურით ჩატარებული აქვს 300 მატჩი და საკუთარ ანგარიშზე 314 ბურთი აქვს მითვლილი. საუკეთესო მეგოლის სტატუსს ლეგენდარული რაულ გონსალეს ბლანკო ატარებს, რომელმაც "თეთრების" შემადგენლობაში 741 შეხვედრა ჩაატარა და 323 გოლი გაიტანა. რონალდოს სულ რაღაც 9 ბურთი აცილებს საუკეთესო მეგოლის ჯილდოს მოპოვებამდე და რეკორდის დამყარებამდე.
აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდოს კიდევ 8 გამოწვევა აქვს, რომელთა ჩამონათვალს ქვემოთ მოგახსენებთ. ცხრავე გამოწვევა რონალდომ ზუსტად ცხრა თვეში უნდა შეასრულოს.
CR7-ის 9 გამოწვევა 9 თვეში
1. გახდეს ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში.
2. გახდეს მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.
3. დაამხოს ზარას რეკორდი, რომელიც ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა სიაში მეორე ადგილზეა.
4. მოიპოვოს მესამე პიჩიჩი კარიერაში.
5. მოიგოს ოქროს ბუცი.
6. შეასრულოს ზედიზედ ოთხი ჰეთ-ტრიკი ლა ლიგაში.
7. გადაასწროს მესის ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ბურთების მიხედვით.
8. გააუმჯობესოს თავისი პირადი მაჩვენებელი სეზონში გატანილი გოლების მიხედვით (რონალდოს საუკეთესო შედეგი 61 გოლია).
9. გაიტანოს პირველი "მაკრატელა".
Marca.com
- 23 აგვისტო 2015
- 4 290
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.