Daily Star:„ლონდონელებმა ფსონი გაზარდეს“
ინგლისურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალი“ ლონდონის „არსენალისგან“ მართლაც დასაფიქრებელ წინადადებას მიიღებს...
არსენ ვენგერმა ფსონი გაზარდა. „არსენალი“ მზად არის, კარიმ ბენზემას სანაცვლოდ ასტრონომიული თანხა გადაიხადოს.
ლონდონელებმა ბიუჯეტიდან 70 მილიონი ევრო გამოყვეს.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „არსენალში“ გადასვლის შემთხვევაში, ფრანგი წინახაზელი წლიურად 11.4 მილიონ ევროს მიიღებს. ხელშეკრულება კი 6 წლიანი იქნება.
შეგახსენებთ, ფლორენტინო პერესმა ბენზემა 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ფრანგული „ლიონიდან“ დაიმატა.
- 23 აგვისტო 2015
- 3 659
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.