ოფიციალური განცხადება: "რეალმა" ახალი ტრანსფერი გაჩარხა
ფლორენტინო პერესმა ახალი შენაძენი გააკეთა.
18 წლის ურუგუაელი მარჯვენა მცველი, მატიას როდრიგესი, მომდევნო სეზონს სამეფო კლუბის 19 წლამდელთა გუნდში გაატარებს. "ბლანკოსმა" იგი იჯარის წესით გადმოიბირა და იმ შემთხვევაში თუ მატიასი გაამართლებს, მას მადრიდის "რეალში" დარჩენის შანსი ექნება.
"ჯერ ვერ ვაანალიზებ და ვერ ვიჯერებ, რომ ეს მოხდა. საღამოს ჩემს ოთახში წამოწოლილი ვიყავი და ვისვენებდი, როდესაც ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ სამეფო კლუბის აკადემიაში გადასვლის შანსი მქონდა. მაშინვე დავთანხმდი და ვუთხარი მოლაპრაკებები აქტიურ ფაზაში გაეგრძელებინდა და საბოლოოდ შეთანხმება შედგა. ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის" - აცხადებს 18 წლის ურუგუაელი ფეხბურთელი.
Marca.com
- 22 აგვისტო 2015
- 7 211
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.