ჩვენი კეთილი პრეზიდენტი
მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია ფლორენტინო პერესის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის შესახებ,მოდით პრეზიდენტის ბოლო დროინდელ ქმედებებს მივყვეთ ქრონიკულად.
ლა დესიმას მოგება, რომ რეალისთვის ძლიერი ბარიერი იყო და კლუბი ამას 12 წელი რომ ტყუილად ეჭიდებოდა ეს ყველასთვის ნათელი იყო.კარლო ანჩელოტი ფლორენტინო პერესმა 2013 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე გადმოიბირა,კარლომ მაშინ ფრანგული ''პსჟს'' მწვრთნელი იყო და ეს იტალიელს კონტრაქტის გაწყვეტად დაუჯდა.
სეზონი კარგად დაიწყო თუ ცუდად,ფლორენტინოს იმედები გაუმართლა რადგან რამოდენიმე კვირის მანძილზე მადრიდის ''რეალი'' ლა ლიგის ცხრილში ლიდერი იყო.ჩემპიონთა ლიგაზეც უკონკურენტოს სტატუსით იყო წარდგენილი ბაიერნ მიუნხენთან ერთად.
რამდენიმე თვე გავიდა და მადრიდის ''რეალი'' უფრო და უფრო წინ მიიწევდა ჩემპიონთა ლიგაზე,ხოლო ''ლა ლიგაში'' ის ძალები აკლდებოდა რასაც ევროსარბიელზე დიდ ჯაფად უწევდა გუნდს.საბოლოოდ როდესაც ბარსელონა ცხრილის სათავეში აღმოჩნდა მაშინ მადრიდის რეალი ლიგის ფინალისთვის ემზადებოდა და კარლო ანჩელოტი 12 წლიანი ბარიერის გადასალახად ემზადებოდა.
დაძაბული თამაშის,გამართლების თუ კარგი თამაშის,ერთი ფეხბურთელის მიერ მოგებული თუ გუნდის მოგებული თამაშის წყალობით,კარლო ანჩელოტის დამოძღვრილმა გუნდმა მეათე თასი ასწია რომელსაც ''რეალ მადრიდი'' ეწერა,მაშინ ჩვენი პრეზიდენტი ხელებს ერთმანეთს ურტყავდა და ცაში იშვერდა თითქოს როკ ჯგუფის კონცერტზე ყოფილიყო,მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
სეზონი მეორე-წარუმატებლობა,ტრამვიანობა,რამოდენიმე ჩავარდნა გამონათებების ხარჯზე...
მაგრამ ფლორენტინო პერესმა ვერ მოინელა უტიტულობა და კარლო ანჩელოტი დაითხოვა.
დათხოვნის შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია რომ,პაპა კარლო მაინც ვეღარ დარჩებოდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე რადგან ჩემპიონთა ლიგის თასის შემთხვევაშიც კი,პერესი მას გაანთავისუფლებდა.ეს მან იუვენტუსის პრეზიდენტს თამაშის დროს გაუმხილა.
მადრიდისტები ვერ შეეგუენ კარლო ანჩელოტის გაშვებას და ფლორენტინო პერესის მოუთმენლობას რამეთუ,ვინც იმსახურებდა ცოტაოდენ დროს ეს კარლო იყო,მან ნანატრი ლიგა მოიგო და მადრიდის ''რეალი'' დამცინავიდან ჩემპიონამდე გახადა.დამცინავიდან იმიტომ რომ,ლიონს ვერ სცდებოდა,დორტმუნს ვერ გასცდა და საბოლოოდ მადრიდისტების გარდა ყველა ისე ეკიდებოდა მადრიდის ''რეალის'' ფლეი-ოფში თამაშს როგორც ''კიდევ ერთ წელს მადრიდის რეალის წარუმატებლობის ამ ტურნირზე''.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე ბევრჯერ იწერებოდა,თეთრი ლეგენდის-იკერ კასილიასის წასვლის შესახებ.რაულ გონსალეს ბლანკოს წასვლის შემდეგ ეს იქნებოდა ერთგვარი შოკი ''თეთრებისთვის'',საბოლოო ჯამში ფლორენტინომ აქაც მხოლოდ ერთი ჩავარდნილი სეზონი და მეტი ვერაფერი დაინახა.იკერ კასილიასი-მეკარე რომელსაც ყველაფერი ჰქონდა მოგებული,როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე.25 წელი მადრიდის ''რეალში'' და ბოლოს ერთი ცუდი სეზონის გამო ისიც გაუდგა პაპა კარლოს გზას.
სერხიო რამოსი რომ,წასულიყო ეს უკვე ფლორენტინოს აღარ შერჩებოდა.იწერებოდა თითქოს მისი გაყიდვა იგეგმებოდა მაგრამ ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა.
გუნდის პირველ შეკრებაზე იკერს და სერხიოს ორივეს თბილად და სავსე ღიმილით შეხვდა თითქოს არ იცოდა რომ,მათთან დაკავშირებით პრობლემები ქონდა გადასაჭრელი.
რამდენიმე დღეში,11 ივლისის საღამოს გავრცელდა ოფიციალური განცხადება:თეთრი ლეგენდა მადრიდის ''რეალს'' ტოვებს,იგი ''პორტუში'' იასპარეზებს.25 წელი წყალში ჩაყარა ერთი ხელის მოწერით ფლორენტინო პერესმა.ეს დავიწყებული არ ჰქონდათ მადრიდისტებს ეხლა უკვე რამოსის დარჩენა უნდა მოეგვარებინა ბატონ პერესს.რამოდენიმე დაძაბული კვირის,''ეშმაკების''სარფიანი შემოთავაზებების და უაზრო ჭორების შემდეგ ყველაფერს ნათელი მოეფინა და სერხიო რამოსის დაუფასებლობა გამოასწორა.ხელფასიც გაუზარდა 10 მილიონამდე და 2020 წლამდეც გაუფორმა კონტრაქტი.და ახლა როდესაც ისკოს წასვლა-არ წასვლა წყდება,მადრიდისტებს გული სიბრაზით აენთოთ და ჩვენ ძვირფას პრეზიდენტს რჩევას აძლევენ ჯოხზე წამოცმული ქაღალდებზე დაწერილი წარცერით,''ფლორენტინო წადი''.ისკომდე იყო იკერი,ისკომდე იყო რაული,იყო გუტი.იქნებ აქამდე ამოეღო ხმა მადრიდისტების უმეტესობას და ვინ იცის ეს თეთრი ლეგენდები დაფასებულები ყოფილიყვნენ.რა გააკეთა პერესმა? უამრავი ტრანსფერი შემოგვთავაზა,გუნდი წინ წასწია,მაგრამ მადრიდის''რეალი'' აქცია გუნდად რომელიც ყველას ეზიზღება მადრიდისტების გარდა.ფულის მფლანგველი გუნდი და უპატივცემულოდ გაშვებული ლეგენდები.ეს მადრიდის ''რეალი'' არ არის.ეს მხოლოდ ფლორენტინოს ხასიათში ჯდება...
- 21 აგვისტო 2015
- 5 542
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.