პეპე გამოჯანმრთელების გზაზეა
მადრიდის "რეალის" ლაზარეთში კვლავი იმყოფება ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი.
ბენზემა, პეპე და რონალდო კვლავ აგრძელებენ სარეაბილიტაციო კურსებს ტრავმების შემდეგ. სამივე მოთამაშეს დისკომფორტი კვლავ აწუხებს. მადრიდელი მედიკოსები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ფეხბურთელები მალე გამოჯანმრთელდნენ. ყველაზე გვიან სავარაუდოდ კარიმი დაუბრუნდება სისტემატიურ ვარჯიშებს, რადგან მას კიდევ მინიმუმ ერთი კვირა სჭირდება ტრავმის სრულყოფილად მოსაშუშებლად.
ყველაზე კარგად პეპე გრძნობს თავს. მართალია ბოლო ამხანაგურ მატჩებში მან მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა ბენიტესის სრული ნდობა მას უკვე მოპოვებული აქვს. პორტუგალიელი მცველი შესაძლოა ლა ლიგის პირველ ტურში მწვანე მინდორზეც კი ვიხილოთ ძირითად შემადგენლობაში.
Marca.com
- 20 აგვისტო 2015
- 1 673
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.