რეალი არსენალის შემოთავაზებას დათანხმდა
ბრიტანული მედია იუწყება, რომ არსენალმა და მადრიდის რეალმა კარიმ ბენზემას ტრანსფერთან დაკავშირებით თანხმობას მიაღწიეს.
talkSPORT, Daily Star, Telegraph, Metro და Daily Express ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არსენალმა მადრიდის რეალს კარიმ ბენზემას სანაცვლოდ 48 მლნ. ფუნტი (75 მილიონი დოლარი) შესთავაზა, რაზეც სამეფო კლუბი დათანხმდა.
აღნიშნულ ინფორმაციას გამომცემლობები როდნი მარშის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებენ. მარშის განცხადებით, ის არასოდეს სტყუის მსგავს ინფორმაციებთან დაკავშირებით და მისი წყარო ყოველთვის სიმართლეს შეესაბამება.
"მეგობარს ვესაუბრე, რომელიც ყოველთვის ზუსტ ინფორმაციას მაწვდის, ახლა კი მითხრა, რომ მადრიდის რეალი დათანხმდა არსენალის შემოთავაზებას და ბენზემას 48 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევა. ადრე მისი ყველა ინფორმაცია დადასტურდა, ვნახოთ ახლა რა იქნება."
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მეთოფეების მთავარ სამიზნეს არა ბენზემა, არამედ ედისონ კავანი წარმოადგენდა.
- 20 აგვისტო 2015
- 4 983
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.