ილიარას გადაწყვეტილების მიღება უჭირს
ასიერ ილიარამენდის მადრიდის „რეალიდან“ წასვლა გადაწყვეტილია, მაგრამ თავად ფეხბურთელი ვერ წყვეტს სად წავიდეს...
ბასკ ნახევარმცველს საკმაოდ კარგი შემოთავაზება აქვს ინგლისიდან. მისით „ლივერპული“ ინტერესდება, მაგრამ არსებობს რისკები, რამდენად შეეწყობა პრემიერლიგას და ასე შემდეგ.
მეორე ვარიანტი „სოსიედადში“ დაბრუნებაა. ბაკსური კლუბის ხელმძღვანელობა ასიერს ყველა პირობას სთავაზობს.
„სოსიედადის“ ქომაგები ილიარას გამალებით ითხოვენ, მთავარი მწვრთნელი კი მზად არის მას გარანტიები მისცეს.
თუმცა არსებობს დილემა - „ლივერპული“ და კარიერული წინსვლა თუ ესპანეთის ლა ლიგის, საშუალო გუნდში გადასვლა.
მომდევნო დღეებში ასიერი „ბლანკოსს“ დატოვებს.
- 20 აგვისტო 2015
- 1 805
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.