ისკოსთვის ბრძოლაში ვენგერი ჩაერთო
მოგეხსენებათ, ისკო ალარკონის დამატება ტურინის „იუვენტუსს“ სურს. იტალიელები მზად არიან, ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს შეელიონ...
ინგლისურ გამოცემებზე დაყრდნობით, კი მადრიდის „რეალი“ ლონდონის „არსენალისგანაც“ მიიღებს შემოთავაზებას.
როგორც სჩანს, არსენ ვენგერს გუნდის გაძლიერება არ დაუსრულებულია. ფრანგი სპეციალისტი პრემიერლიგის სტარტით კმაყოფილი არ არის, აქედან გამომდინარე თვლის, რომ ნახევარდაცვის რგოლში ალარკონის დონის ფიგურა სჭირდება.
წინასწარი ინფორმაციით, „არსენალის“ მესვეურები დედაქალაქელებს 44 მილიონიან წინადადებას წარუდგენენ.
- 20 აგვისტო 2015
- 2 697
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.