მადრიდში ბენიტესი აითვალწუნეს
ბერნაბეუს თასის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნათლად, რომ გუნდის შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და სამეფო კლუბს კარლო ანჩელოტის მწვრთნელობის დროს აღებული გეზი, სრულად აქვს შეცვლილი...
ესპანეთის დედაქალაქი პანიკამ მოიცვა, ვინაიდან ნათლად სჩანს, რომ კრიშტიანო რონალდუ გოლების გატანას ვეღარ ახერხებს, გარეთ ბეილი კი კიდევ უფრო ინერტული გახდა.
აბსოლუტურად გაუგებარია, თუ სად ითამაშა გუშინ ხამეს როდრიგესმა, რომელიც ხშირად იცვლიდა პოზიციებს. კარლო ანჩელოტის ხელში კი კოლუმბიელი გუნდის უდავო ლიდერი იყო.
ექსპერტები, ქომაგები და უბრალოდ ხალხი ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს.
რაფაელ ბენიტესი უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მუშაობს, მაგრამ სიშვიდეს ინარჩუნებს.
ქალაქში გავრცელებული ჭორების მიხედვით, ფლორენტინო პერესი ბენიტესთან დაკავშირებით უკვე დაფიქრდა.
ინფორმაციას ადასტურებს, HalaMadrid.Ge-ს წარმომადგენელი მადრიდში, რომელიც უშუალოდ არის ჩართული „რეალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში.
- 19 აგვისტო 2015
- 2 216
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.