ბენზემა სასტარტოში?
როგორც ესპანური გამომცემლობები იუწყებიან, დღეს სანტიაგო ბერნაბეუზე ბენზემა პირველივე წუთებიდან გავა...
თუ დავუჯერებთ Spain Soccer-ს , მანუელ პელეგრინი რისკავს ფრანგი ფორვარდის სასტარტოში დაყენებას. ბენზემა უკვე დიდი ხანია სათადარიგოთა სკამიდან იწყებს მატჩებს.
ფრანგი ფეხბურთელის სასტარტოში მოხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ შემადგენლობიდან ამოვარდება არგენტინელი ფორვარდი, გონსალო იგუაინი, რომელიც წელს ძალიან კარგ ფორმაშია და ლა ლიგაში 10 გოლი აქვს გატანილი.
იგივე გამომცემლობაზე დაყრდნობით კრიშტიანო რონალდო დღეს უკან იქნება დაწეული და თავდასხმის ხაზს ბენზემა-პიპიტას დუეტი გაამაგრებს.
ასევე ვარაუდობენ ბრაზილიელი რიკარდო კაკას დაბრუნებას, მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ნახევარმცველი 100 % - ით მზად არ არის 90 წუთის ჩასატარებლად და ის დაახლოებით 65-70 წუთს დაჰყობს მოედანზე.
- 10 იანვარი 2010
- 3 217
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.