ბუტრაგენიო:„გუნდში ყველაფერი რიგზეა“
„ბერნაბეუს“ თასის მოგების შემდეგ, ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ კომენტარი გააკეთა...
„სერხიო რამოსთან ყველაფერი მოგვარებულია, ჩვენ მრავალი წლის მანძილზე ვითანამშრომლებთ და ერთი მიზნისთვის ვიბრძოლებთ.“
„ბერნაბეუს თასის მოგებით კმაყოფილი ვარ. ამ შეხვედრას ოფიციალური ხასიათი არ ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ, რასაც ვაფასებ. ორივე მხარემ, კარგი ფეხბურთი და თავდადება შემოგვთავაზა. ახლა კონცენტრაციას პრიმერა დივიზიონის სტარტზე მოვახდენთ.“
„გულშემატკივრები ყოველი სეზონის წინ ყველა ტიტულის მოგებას ითხოვენ, რაც გასაკვირი არ არის. მადრიდის „რეალს“ ყველა რესურსი აქვს იმისათვის, რომ ოქროს მედლები მოიპოვოს.“
„ბენიტესი საშინაო არენაზე დაბრუნდა, ეს მართლაც განსაკუთრებული საღამო იყო მისთვის.“
„სერხიო რამოსი უკვე 10 წელია მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს, როდესაც მან სამეფო კლუბის ღირსებას მოირგო, ბავშვი იყო, ახლა კი მსოფლიოში საუკეთესოა.“
„კოვაჩიჩი? ხორვატი ფეხბურთელის სახით, უდიდესი ტალანტი შევიძინეთ, რომელსაც უდიდესი ტექნიკური არსენალი აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ მატეო მხოლოდ 21 წლის არის და მას ყველაფერი წინ აქვს.“
- 19 აგვისტო 2015
- 1 447
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.