ბენიტესი:„ვერ ვიტან, როდესაც მატჩი ნულოვანი ფრით სრულდება“
სამეფო კლუბის თავკაცმა საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...
ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება ძველ გუნდში დაბრუნებასთან დაკავშირებით?
"არა, მე მადრიდელი ვარ. აქ გავატარე წლები, რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონია ჩემს ჩამოყალიბებაში. ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა სწორედ ამ კლუბს უკავშირდება. თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე ვაპირებ მისვლას "ბერნაბეუზე" მეგობრებთან ერთად, რათა ვიპოვოთ ის ადგილი მესამე იარუსზე, საიდანაც ვუყურებდით ხოლმე "რეალის" თამაშებს." (იცინის)
თქვენ მოხვედით კლუბში, სადაც მოკლევადიანი მიზნები უბრალოდ არ არსებობს...
"მე ამ ქალაქში გავიზარდე, ჩემი განათლებაც მადრიდში შევიძინე. მესმის, თუ რამხელა ამბიცია გააჩნია ამ კლუბს და ვიღებ გამოწვევას. კარგად ვხვდები, რომ სეზონის მე-2 ადგილზე დასრულება აქ წარუმატებლობად ითვლება. ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, გუნდში ბალანსის პოვნაა. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გუნდი, რომელიც სეზონის განმავლობაში მაქსიმალურად დაიხარჯება და მაისში კვლავ შეძლებს შეტევას და მნიშვნელოვანი მატჩების მოგებას."
ისეთი გუნდის მწვრთნელი, როგორიცაა "რეალ მადრიდი", ვალდებულია ესმოდეს გულშემატკივრების და შეეძლოს მათი პრეტენზიებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება...
"ვიმედოვნებ, რომ სტადიონი კარგად მიმიღებს. "სამეფო კლუბს" გონიერი გულშემატკივრები ჰყავს. მე ვიცი რა უნდა პუბლიკას - მაღალი ხარისხის ფეხბურთი და გამარჯვება. ისინი აფასებენ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მოდანზე ბოლომდე იხარჯებიან და ცდილობენ თავიანთი მაქსიმუმის გამოვლენას. ჩვენ ვცდილობთ შემტევი და ლაღი ფეხბურთი ვითამაშოთ. საშინლად არ მომწონს, როდესაც მატჩი ნულოვანი ფრით მთავრდება. ყველა გუნდს გააჩნია საკუთარი დონე, "რეალი" კი დგას საკმაოდ მაღალ დონეზე იმისათვის, რომ ყოველთვის გაიტანოს გოლები და უმეტეს შემთხვევაში მშრალად შეინახოს კარი. ვფიქრობ, რომ "ბერნაბეუ" ჩვენი თამაშით ისიამოვნებს."
მოგწონთ ბეილის ცენტრში თამაშის იდეა?
"ჩვენ გვყავს ისკო, ხამესი, ბენზემა, ბეილი, რონალდუ,... ისინი ინტენსიური შეტევის სტილს ანიჭებენ უპირატესობას. ყველა მათგანს მოუწევს ხანდახან პოზიციის შეცვლა, მათ შორის ცენტრში გადანაცვლებაც. ჩვენთვის მთავარია მათი მახასიათებლების ერთმანეთთან დაკავშირება. მაგალითად: ბეილი ძალიან კარგია შეტევაში, როდესაც მას აქვს სივრცე გასაქცევად; ისკოსა და ხამესს შეუძლიათ ბურთის კარგად დაჭერა მოედნის ცენტრში და ფლანგებს შორის სწრაფად გადაადგილება; კრიშტიანუს უყვარს ფლანგიდან შეჭრა, ბენზემა კი კარგად მოძრაობს და შეუძლია ბურთის მიღება. მათ აქვთ გადაადგილების სრული თავისუფლება მოედანზე. მათ უნდა ითამაშონ იმ პოზიციაზე, სადაც ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ და ყველაზე კომფორტულად გრძნობენ თავს."
ფიქრობთ თუ არა ახალი ფორვარდის შეძენაზე, რომელსაც ბენზემასაგან განსხვავებული თვისებები ახასიათებს?
"ალტერნატივების ყოლა, მიუხეხდავად პოზიციისა, ყოველთვის გამოსადეგია. მაგალითად, გუნდში ირიცხებიან ისეთი ნახევარმცველები, რომლებსაც სხვებზე უკეთესად შეუძლიათ შეტევის ჩაშლა, მაგრამ გვყავს მოთამაშეებიც, რომლებიც უკეთესად ამწვავებენ სიტუაციებს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ფეხბურთის როგორი სტილით გვიწევს თამაში. ნებისმიერი ფეხბურთელის შეცვლა შეიძლება იყოს მომგებიანი კონკრეტულ სიტუაციაში. ანალოგიურის თქმა შემიძლია თავდამსხმელებზეც. ბენზემა ბრწყინვალე მოთამაშეა. მიმდინარე სეზონში ჩემი ერთ-ერთი მიზანია მას დავეხმარო 20-25 გოლიანი ბარიერის გადალახვაში. მჯერა, რომ ის საკმარისად ძლიერია ამისათვის. რაც შეეხება ალტერნატიულ ფორვარდს, გუნდში გვაქვს საკმარისი რესურსი იმისა, რომ შევქმნათ განსხვავებული თვისებების მქონე თავდამსხმელი. მაგალითან, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც უჩვეულოდ თამაშობს თავზე."
წყარო: AS
- 18 აგვისტო 2015
- 3 857
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.