ფლორენტინო პერესის სიტყვა ცერემონიაზე
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, სერხიო რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება საზეიმოდ აღნიშნა და სიტყვით გამოვიდა...„
„მოგესალმებით ძვირფასო დამსწრე საზოგადოება, მივესალმები პილარს, სერხიოს მშობლებს და შვილს. დღეს დიდი დღეა, რადგან სამეფო კლუბსა და ესპანელ ფეხბურთელს შორის კონტრაქტის გახანგრძლივება მოხდა. 2005 წელს ანდალუსიური „სევილიიდან“ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი შევიძინეთ, 10 წლის შემდეგ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსფერმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.“
„სერხიო არის ფეხბურთელი, რომელმაც კაპიტნის სამკლაური მოირგო, მისი მამაცი, მებრძოლი სული ყოველთვის დიდ დახმარებას გაუწევს მადრიდის „რეალს“. ჩვენ გვყავს ღირსეული კაპიტანი, რომელიც ესპანეთის დედაქალაქში მინიმუმ 2020 წლამდე დარჩება, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მიწევს ამ სიტყვების წარმოთქმა.“
„კაპიტანმა სამეფო კლუბის მაისურით აბსულუტურად ყველა ტიტულის მოგება შეძლო, მაგრამ ის არ იღებს სხვა კოლექტივის გამოწვევას, ვინაიდან მადრიდის „რეალში“ დარჩენა სურს. ის ჩვენ გვჭირდება ისე, როგორც არასდროს.“
„რამოსს წარმატებას ვუსურვებ, ეჭვი არ მეპარება, ჩვენ ერთად დავიპყრობთ მწვერვალებს.“
- 17 აგვისტო 2015
- 3 019
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.