მანჩინიმ კოვაჩიჩის ტრანსფერი დაადასტურა

მილანის ინტერის მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ დაადასტურა, რომ კოვაჩიჩი მომდევნო სეზონიდან სამეფო კლუბის ღირსებას დაიცავს.

იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, კლუბი იძულებული იყო რომელიმე ფეხბურთელს შელეოდა, საუკეთესო წინადადება კი სამეფო კლუბისგან მიიღეს და ხორვატი ფეხბურთელი 30 მილიონად გაყიდეს.

მოგეხსენებათ ახალი რეგულაციების მიხედვით, გუნდი ვალდებულია მხოლოდ ის თანხა დახარჯოს ტრანსფერებში, რაც სეზონის განმავლობაში გამოიმუშავა. ინტერმა კი 40 მილიონი მილიონი მხოლოდ ჯოფრი კონდოგბიას სანაცვლოდ გადაიხადა. გამომდინარე იქიდან, რომ გასული სეზონი ინტერისათვის არ აღმოჩნდა წარმატებული როგორც სატურნირო, ისე ფინანსური თვალსაზრისით, ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გაეყიდა კოვაჩევიჩი და შაჩირი (ამ უკანასკნელმა სტოკ სიტის ფორმა მოირგო).

"კოვაჩიჩის წასვლამ გული ყველას გული დაგვწყვიტა. პრეზიდენტიდან დაწყებული ჩემით და მისი თანაგუნდელებით დამთავრებული. მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. ეს ნაბიჯი სულაც არ ნიშნავს, რომ არ გავძლიერდებით, პირიქით გუნდი ამ თანხებს ახალი ფეხბურთელების შესაძენად გამოიყენებს. მან, ისევე როგორც შაჩირიმ მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზის გამო დატოვეს გუნდი. ვეცდებით მოვიძიოთ ფეხბურთელები, რომლებიც მათ ჩაანაცვლებენ. ვნახოთ რა მოხდება."

მართალია გუნდებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ კოვაჩევიჩის ტრანსფერი, თუმცა ინტერის მწვრთნელის სიტყვებიდან ყველაფერი ნათელია. მადრიდის რეალმა ახალი ნახევარმცველი შეიძინა. ამ შენაძენის შემდეგ გუნდს დიდი ალბათობით ლუკას სილვა და ილარამენდი დატოვებენ.

  • Junior
  • 17 აგვისტო 2015
  • 3 299
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)