დე ტომასმა "ელჩეს" ყურადღება მიიქცია
"ელჩეს" წარმომადგენლები რაულ დე ტომასის მიმართ ინტერესს არ მალავენ
"ელჩეს" წარმომადგენლები არ მალავენ ინტერესს "კასტილიას" მე-20 ნომრის, რაულ დე ტომასის მიმართ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუბენ ბარახა ახალგაზრდა ესპანელის გადაბირებას ჯერ-ჯერობით მხოლოდ იჯარის წესით ცდილობს.
კასტილიელთა ფორვარდი, დე ტომასი 2004 წლიდან ირიცხება თეთრების რიგებში. ესპანელმა შეძლო ანჩელოტის გულის მოგება და გასულ სეზონში შედგა მისი დებიუტი "კოპა დელ რეის" მატჩზე "კორნელას" წინააღმდეგ. მის მიმართ სიმპატიას არც ბენიტესი მალავს, თუმცა ძნელი მისახვედრი არაა, რომ იგი მთავარ გუნდში თითქმის უშანსოდაა.
არ არის გამორიცხული, ფლორენტინო პერესი დათანხმდეს ამ შემოთავაზებას და მომავალ წელს, უკვე განვითარებული და ჩამოყალიბებული ფეხბურთელი დაიბრუნოს, ისევე როგორც ეს კარვახალის და კაზემიროს შემთხვევაში მოხდა.
- 15 აგვისტო 2015
- 3 348
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.