Caught Offside:„ბენზემა და ბეილი „იუნაიტედში“, რუნი „რეალში““
ბრიტანული პრესა წლის სენსაციაზე წერს, რომლის მიხედვითაც, მანჩესტერ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას, „რეალისთვის“ საოცარი წინადადება აქვს...
ლუის ვან გაალს კარიმ ბენზემას და გარეთ ბეილის დამატება ძალიან სურს, ამისთვის კი მზად არის გუნდის უდავო ლიდერს, უეინ რუნის შეელიოს.
ამ წინადადება ფლორენტინო პერესი მაშინვე, რომ დაბლოკავს ყველას კარგად მოეხსენება, აქედან გამომდინარე ინგლისელები „ბლანკოსს“ ფინანსურ სარგებელსაც ჰპირდებიან.
წინასწარი ინფორმაციით, ბეილისა და ბენზემას გაშვების სანაცვლოდ „მერენგების“ რიგებს შეუერთდება უეინ რუნი, ბიუჯეტში კი ჩაირიცხება 82 მილიონი ევრო, რაც თავისთავად ძალიან დიდი თანხაა.
ბენზემას საბაზრო ფასი 40-იდან 50 მილიონ ევრომდე მერყეობს, ბეილის კი 70-80 მილიონი. უხეში ანგარიშით ბენზემა რუნიში გაიცვლება, 82 მილიონი კი „იუნაიტედს“ ბეილი დაუჯდება.
რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა ბრიტანული პრესა ხსენებულ ჭორებს საკმაოდ რეალურს უწოდებს.
- 15 აგვისტო 2015
- 6 750
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.