ლუკას სილვასთვის ბრძოლაში „ბეტისი“ დაწინაურდა

მადრიდის „რეალმა“ აგვისტოს ბოლომდე 3-4 ფეხბურთელი უნდა გაუშვას, ერთ-ერთი ფეხბურთელი კი ნამდვილად იქნება ლუკას სილვა, რომლის შანსებიც მინიმალურია...

ბრაზილიელი ფეხბურთელი აშკარად ძალიან ნიჭიერია, რასაც „კრუზეიროში“ ყოველდღე ამტკიცებდა, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქში კონკურენციის დაძლევა უჭირს.

შესაძლოა, ლუკასი ნანობდეს კიდევაც „მერენგების“ რიგებში გადასვლას, ვინაიდან მისით „პსჟ“, „ბარსელონა“, „იუნაიტედი“, „არსენალი“ და სხვა გრანდები ინტერესდებოდნენ.

„ბეტისი“ მზად არის, ბრაზილიელი შუახაზელი 1 წლით წაიყვანოს და იჯარის სანაცვლოდ 3.4 მილიონი ევრო ჩაურიცხოს დედაქალაქელებს.

ფლორენტინო პერესი ლუკასის პრიმერა დივიზიონის გუნდში გაშვებაზე სერიოზულად ფიქრობს, ვინაიდან ის გამოცდილებას მიიღებს.

მომდევნო დღეებში ბრაზილიელი ცენტრის მომავალი გაირკვევა.

  • Hala
  • 14 აგვისტო 2015
  • 1 308
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)