პელეგრინის პრესკონფერენცია

მანუელ პელეგრინიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...

კაკა სასტარტო შემადგენლობაში იქნება?

გასულ კვირას არ შეგვეძლო მისი გამოყენება, მაგრამ საბედნიეროდ დღეს იგი აგრძლებს ვარჯიშებს და ხვალინდელ შეხვედრაში უკვე ძირითად შემადგენლობაში იქნება. ჯერ სრულად გამოჯანმრთელებული არ არის, მას თამაში მხოლოდ 60–65 წუთი შეუძლია.

სამედიცინო შტაბში განაცხადეს, რომ ხვალ რონალდო–კაკას დუეტი აღდგება...

ეს მართალია, რიკი გამოჯანმრთელდა, მაგრამ არა ბოლომდე. მისთვის არ არის რეკომენდირებული მთლიანი მატჩის ჩატარება, ამიტომ თუ საჭიროებამ არ მოითხოვა, ბრაზილიელი მხოლოდ პირველ ნახევარს ჩაამთავრებს.

როგორ არის გარაი?

მას პატარა პრობლემები ჰქონდა, ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით. საბედნიეროდ ეზეკიელი სრულად გამოჯანმრთელდა და ის სრულფასოვნად ემზადება ხვალინდელი თამაშისთვის. დაცვის ცენტრში ბევრი პრობლემები გვაქვს, მაგრამ იმედია ყველაფერს ღირსეულად გავართმევთ თავს.

კაკას და ვან დერ ვაარტს შეუძლიათ ერთად ითამაშონ?

ვფიქრობ, ჩემი 23 ფეხბურთელიდან, ყველა ოპტიმალურ ფორმაშია და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება. ნებისმიერ ორ ფეხბურთელს შეუძლია ერთად იასპარეზოს ძირითად შემადგენლობაში, ყველაფერი მათ სათამაშო ფორმაზეა დამოკიდებული. მე მოხარული ვიქნები, თუ რიკიც და ვაარტიც კარგ ფორმაში იქნებიან, თუ ეს ასე მოხდა, ორივე ერთად ითამაშებს...

გუტი მზადაა სათამაშოდ?

დიახ, როგორც იქნა გამოჯანმრთელდა და ძირითად შემადგენლობაშიც მოხვდა. მან სრულად მოირჩინა საკუთარი ტრავმა, მოხარული ვარ მისი დაბრუნებით. ჩვენთვის გუტი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მისი ტექნიკური არსენალი ძალიან წაგვადგება. მისთვის ყველა კარი ღიაა.

კაკა, კრიშტიანო, ბენზემა და იგუაინი სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან?

მათ გარდა სასტარტოში შეიძლება რაულმაც და ნისტელროიმაც ითამაშონ. არ არის სწორი, როდესაც გადაჭრით ვასახელებთ სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელთა სიას. ბევრი ექსპერიმენტის ჩატარებაა საჭირო, რათა აღმოვაჩინო ყველაზე სასურველი და სწორი ტაქტიკური სქემა, რომელსაც ყველა მადრიდისტა სათანადოდ მოერგება. მადრიდის "რეალში" არავის არა აქვს ძირითად შემადგენლობაში ადგილი, არც რონალდოს და არც კაკას მათ შორის.

როგორ ფიქრობთ, "ბარსელონა" გამოვარდება კოპა დელ რეიდან?

შეიძლება ხვალ "მალიორკასთან" დავმარცხდეთ... მომავლის განჭვრეტა შეუძლებელია, ვერავინ იტყვის რა მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კოპა დელ რეიდან გამოვვარდით და "ბლაუგნარა" ჩვენი უშუალო კონკურენტია, მე მათ წარმატებებს ვუსურვებ...

დაცვის ცენტრში ალბიოლი–გარაი იქნებიან?

დიახ, სხვა შესაძლებლობა არც გვაქვს... სერხიო რამოსი დისკვალიფიცირებულია, პეპე დამტვრეული და ლასანაც დისკვალიფიცირებულია... ვფიქრობ კარგი ტანდემია ალბიოლი–გარაი, მაგრამ თუ მაინც შეგვემთხვა რაიმე ლაფსუსი, ერთ–ერთს მეტსელდერი შეცვლის.

"მალიორკა" ძლიერი კონკურენტია?

დიახ, საკმაოდ. მათთან ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, ასეთ გუნდებთან ხუმრობა არ შეიძლება. სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ რთული შეხვედრა გველის...


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 9 იანვარი 2010
  • 1 759
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 11
3 ბუდიმირი 9
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (113)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)