კაზემირო - ბენიტესის "პირადი დაცვა"

რაფა ბენიტესს ბრაზილიელი ნახევარმცველი "პირადი მცველივით" ჰყავს. ესპანელ სპეციალისტს კაზემიროს გარეშე არსად წასვლა არ სურს, რადგან მას სრულ ნდობას უცხადებს.

კაზემირო პრე-სეზონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. "სან პაულოს" ყოფილი მოთამაშე დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც ჩანს, "პორტოში" იჯარით განათხოვრების პერიოდში მან მართლაც რომ დიდი გამოცდილება შეიძინა.

რაფა ბენიტესის გუნდში ამ ეტაპზე სათადარიგოთა სკამზე არ არსებობს ისეთი მოთამაშე, რომელსაც კაზემიროზე უკვეთესი მონაცემები აქვს. იგი ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის პირველ შემცვლელად მოიაზრება. ანჩელოტის გადაწყვეტილებამ მართლაც რომ გაამართლა. შეგახსენებთ, რომ სწორედ კარლიტომ გადაწყვიტა გასულ სეზონში კაზემიროს იჯარით გაშვება. იტალიელი სპეციალისტის სწორი გადაწყვეტილებით კი ახლა ბენიტესი იხეირებს.

23 წლის ფეხბურთელი მზად არის თითოეული შანსი გამოიყენოს. კაზემირო იმასაც აცხადებს, რომ სამეფო კლუბის სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრადაც იბრძოლებს, თუმცა მოდრიჩისთვის და კროოსისთვის კონკურენციის გაწევა ძალიან რთული იქნება.

Marca.com

  • Junior
  • 12 აგვისტო 2015
  • 3 027
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)