რა პრობლემის წინაშე დგას "რეალი"?

სამეფო კლუბის ერთადერთი პრობლემა, შეტევის ხაზია.

გამომდინარე იქიდან, რომ კრიშტიანო რონალდო და კარიმ ბენზემა ტრავმირებულები არიან, "თეთრებს" გოლების გატანა უჭირთ, ეს კი ძალიან დიდი პრობლემაა გუნდისთვის. მადრიდელები პრე-სეზონის განმავლობაში სრულად იხარჯებოდნენ და ცდილობდნენ თავი გამოეჩინათ შეტევაში.

შეტევის ასეთი უშედეგობა შესაძლოა ახალმა ტაქტიკამაც გამოიწვია, რომლის მიხედვითაც გარეთ ბეილი შემტევ ნახევამრცველად იქცა, რომელიც მოედნის ცენტრიდან ცდილობს თავდამსხმელების დახმარებას და არა ფლანგიდან.

ეჭვი არავის ეპარება, რომ კრიშტიანო რონალდო დაბრუნდება და გააგრძელებს გოლების გატანას, თუმცა რა მოხდება მაშინ, როდესაც პორტუგალიელი თავდამსხმელი თამაშს ვერ მოახერხებს? ეს კითხვა უკვე ძალიან ბევრ გულშემატკივარს აწუხებს.

კიდევ არის რიგი პრობლემები, რომელმაც მადრიდისტები უნდა შეაშფოთოს. ბენზემა არ თამაშობს კლასიკური ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე, ბეილი ვერ ახერხებს მეტოქის კარის აღებას, ბენიტესი ხესე როდრიგესის იმედზეა...

ყველაზე მეტად სამეფო კლუბსი ცუდი თამაში თავდასხმაში შეიძლება დავაბრალოთ იმას, რომ ბეილი კლასიკური 10 ნომრის პოზიციაზე თამასობს. მოედნის შუაგულში მოქმედება გარეთისთვის უჩვეულოა და როგორც ჩანს იგი ამ პოზიციას ვერ ეგუება.

Marca.com

  • Junior
  • 12 აგვისტო 2015
  • 6 923
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)