კაზემირო - "ლა დესიმას" ერთ-ერთი გმირი
ბრაზილიელმა ნახევარმცველმა შესანიშნავად იცის ჩემპიონთა ლიგის მეათე თასოს აღმართვის გემო, რადგან მან მოაწილეობა მიიღო ლისაბონის ფინალში გამართულ მადრიდულ დერბიში.
ალბათ ვერავინ შემედავება, თუ ვიტყვი, რომ "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მატჩის გმირი სერხიო რამოსი იყო, რადგან სწორედ მან მოახერხა ბოლო წამებზე ანგარიშის გათანაბრება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ამ შეხვედრაში კაზემირო იყო, რომელმაც მეორე ტაიმის ბოლო 17 წუთი ბრწყინვალედ ითამაშა.
ფინალამდე კარლო ანჩელოტიმ კაზემირო დორტმუნდის წინააღმდეგ გამოსცადა. ამ უკანასკნელმა 73 წუთი გაატარა მინდორზე და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ ამ ყველაფერის შემდეგ მოიპოვა მან იტალიელი სპეციალისტის ნდობა და ლისაბონში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდა.
ამის შემდეგ კაზემირო იჯარის წესით გაასხვისეს "პორტოში". პორტუგალიურ კლუბში მან მაღალ დონეზე იასპარეზა და დიდი გამოცდილებაც მიიღო, რის შედეგადაც ფლორენტინო პერესმა მისი დაბრუნდება გადაწყვიტა.
წინ კი Undecima გახლავთ, ბრაზილიელ ფეხბურთელს უდიდესი ამბიციები და მოტივაცია აქვს.
Marca.com
- 12 აგვისტო 2015
- 2 313
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.