"რეალი"–"მალიორკა" [პრევიუ]

ზამთრის შესვენებიდან უკვე ორი კვირა გავიდა... ლა ლიგა დასკვნით ეტაპს უახლოვდება და ფავორიტი გუნდების თამაში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. ვერც მადრიდული გრანდი და ვერც კატალონიელი ტრიმფატორები ვერ აჩვენებენ გულშემატკივარს სათანადო დონის ფეხბურთს... ეს დამაფიქრებელია, მაგრამ როგორც წესი შესვენების პირველი კვირა დიდ გუნდებს გასახსნელად სჭირებათ, ამ "უიქენდზე" კი მათგან ყველა განსაკუთრებულს თამაშს ელის. ნახევარი სეზონი მიილია, დაძაბულობა იმატებს და ლიდერ გუნდებს შორის განსხვავება მხოლოდ 2 ქულას შეადგენს...

კვირას, 10 იანვარს მადრიდულ არენაზე დიდი მატჩი შედგება, ერთმანეთს სამეფო კლუბი და წლევანდელი ლა ლიგის აღმოჩენა "მალიორკა" დაუპირისპირდებიან, რომელმაც ყველასდა გასაკვირად სეზონი ჩინებულად დაიწყო და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩაბმული. "ბლანკოსი" ჩვეულად პირველობისთვის იბრძვის, მაგრამ ჯერ–ჯერობით 2009 წლის ტრიუმფატორი "ბარსელონა" ლიდერობას არავის უთმობს.

მატჩი მადრიდის რეალი VS მალიორკა.

დრო 2010 წლის 10 იანვარი 20:00.

მოედანი სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი.

მადრიდის "რეალი აგრძელებს განვითარებას, ახალი ფეხბურთელებით, ახალი იმედებით, ახალი ხელისუფლებით, მაგრამ რეზულტატი ჯერ არ ჩანს... თუმცა სად უნდა ჩანდეს, ჯერ სეზონის ნახევარი კიდევ წინ გვაქვს. იმის ნიშანწყალი, რომ სამეფო კლუბს შეუძლია ტიტულების მოპოვება ნამდვილად შეიმჩნევა. "თეთრები" შარშანდელთან შედარებით გაცილებით უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობენ... გააქვთ ძალიან ბევრი გოლი და ქულათა მონაგარითაც შეუძლიათ დაიტრაბახონ, მაგრამ რაც მთავარია მათ მთავარ კონურენტს კატალონიის "ბარსელონას" ვერ სჯობნიან.

გასულ "უიქენდზე" კატალონიურმა გუნდმა მადრიდელ ქომაგს და მთლიანად გუნდს სიურპრიზი გაუკეთა, "ბლაუგნარამ" საკმაოდ სერიოზულ მეტოქესთან "ვილიარეალთან" ფრე ითამაშა... ყველას ეგონა, რომ "თეთრები" პამპლონაში გასამართ მატჩში გაიმარჯვებდნენ და ლიდერობას ხელთ იგდებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთელებმა უღიმღამოდ ითამაშეს და ყაიმს დასჯერდნენ. ამ რეზულტატმა ყველა გაანაწყენა, მაგრამ მადრიდისტები მაინც იმედიანად გამოიყურებიან, მათგან ყოველთვის საუკეთესოს ველით და იმედია მოლოდინს ახლაც გაგვიმართლებენ.

პელეგრინის შეგირდები ფიზიკურად კარგად გამოიყურებიან, გასული სეზონისგან განსხვავებით ყველაფერი კარგად მიდის... მადრიდისტების ფიზიკური კონდიციების მიმართ უკმაყოფილებას ვერ გამოვხატავთ. "გალაქტიკოსი" ჯერ–ჯერობით ვერაა ნამდვილი კოსმოსური სიძლიერის გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ იგი დახუნძლულია მსოფლიო ვარსკვლავებით... მეტიც, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა კიდევ არ აპირების ამაზე გაჩერებას, მათ კიდევ ერთი ვარკსვლავის ფრენკ რიბერის შეძენა სურთ. "თეთრებს" ესაჭიროებათ ცენტრალური მცველიც, როგორც მოგეხსენებათ პოტუგალიელი პეპესთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა, მან "მესტალიაზე" უმძიმესი ტრავმა მიიღო...

მადრიდისტებს ერთი შანსი რჩებათ, მათ ფოკუსირება უნდა მოახდინონ კვირის შეხვედრაზე, რომელიც მადრიდში შედგება... მათ აღარ შეუძლიათ თამაშის ჩაგდება, სასწორზე ლა ლიგის თასი დევს... ყველამ კარგად იცის, რომ 2 ქულიანზე მეტ ფორას "ბარსა" აღარავის დაუთმობს და ბოლომდე მაღალ ნოტაზე დაასრულებს წლევანდელ სეზონს.

"მალიორკა" მადრიდში კარგ ხასიათზე ჩამოდის... მათ ლა ლიგის მე–16 ტურში საკმაოდ ძლიერი მეტოქე ბილბაოს "ატლეტიკი" დაამარცხეს ანგარიშით 2–0. როგორც მათი მთავარი მწვრთნელი გრეგორიო მანზანა აცხადებს, მის გუნდს შეუძლია არასახარბიელო ფორმაში მყოფი "ბლანკოსისთვის" ქულების ართმევა. ამ ადამიანის ნათქვამში სიმართლის მარცვალი ნამდვილად დევს, თუ მადრიდისტებმა არ მოინდომეს, ისინი კიდევ ერთხელ დაკარგავენ ქულებს და დაემშვიდობებიან კიდევ ერთ ჩემპიონატს.

"მალიორკა" საკმაოდ კარგ ფორმაშია, მათ "თეთრების" გასული მეტოქე პამპლონის "ოსასუნა" პირწმინდად 1–0 დაამრაცხეს. იმ მატჩში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ "მალიორკას" ფეხბურთელები და ღირსეულადაც მოახერხეს გამარჯვება.

გასული ხუთი შეხვედრის ანგარიშები

მადრიდის რეალი

ყაიმი 0–0 ოსასუნა (ლა ლიგა, 3 იანვარი).

გამარჯვება 6–0 სარაგოსა (ლა ლიგა, 19 დეკემბერი)

გამარჯვება 2–3 ვალენსია (ლა ლიგა, 12 დეკემბერი)

გამარჯვება 1–3 მარსელი (ჩემპიონთა ლიგა, 8 დეკემბერი)

გამარჯვება 4–2 ალმერია (ლა ლიგა, 5 დეკემბერი)

მალიორკა

მარცხი 2–1 ლაიო ვალეკანო (კოპა დელ რეი, 7 იანვარი)

გამარჯვება 2–0 ბილბაო (ლა ლიგა, 3 იანვარი)

მარცხი 1–2 მალაგა (ლა ლიგა, 20 დეკემბერი)

გამარჯვება 1–0 ოსასუნა (ლა ლიგა, 13 დეკემბერი)

გამარჯვება 4–1 რეალ სარაგოსა (ლა ლიგა, 6 დეკემბერი)

სიახლეები


მადრიდის რეალი–სამეფო კლუბის განაცხადს დაუბრუნდნენ რიკარდო კაკა, ხოსე მარია გუტიერესი(გუტი) და რაფა ვან დერ ვაარტი. კვირის მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ლასანა დიარა და სერხიო რამოსი გამოტოვებენ. მადრიდისტებს ვერ დაეხმარება მამადუ დიარა, რომელიც აფრიკის თასზე გაემგზავრა.

რუდ ვან ნისტელროი და ეზეკილ გარაი გამოსაჯანმრთელებელ დარბაზში აგრძელებდნენ ვარჯიშს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გარაის ტრავმა არ აწუხებს და გადაღლილობის გამო ივარჯიშა დარბაზში. მადრიდისტებს ვერ დაეხმარება პეპეც, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი დასრულდა.

მადრიდის რეალის განაცხადი
–დუდეკი, კასილასი, ალბიოლი, გარაი, არბელოა, მარსელო, მეტსელდერი, ხაბი ალონსო, გაგო, გრანერო, ვან დერ ვაარტი, გუტი, დრენტე, კაკა, რონალდო, რაული, ბენზემა და იგუაინი.

"თეთრების" სავარაუდო შემადგენლობა–იკერ კასილასი, მარსელო, ეზეკილ გარაი, რაულ ალბიოლი, ალვარო არბელოა, ხაბი ალონსო, გუტი, გრანერო, კაკა, რონალდო და იგუაინი.

მალიორკა–გრეგორიო მანზანოს არანაირი პრობლემა არ აქვს, მათ არც ერთ წამყვან ფეხბურთელს არ აქვს ტრავმა. ასე, რომ სრული შემადგენლობით ჩამოვიდა "მალიორკა" მადრიდში.

მალიორკას სავარაუდო შემადგენლობა– აუატე, ხოსემი, რამისი, ნუნიესი, აიოსე, მარტი, მარიო, ალვარესი, ვალერო, კასტრო და ადურიცი.

ტოტალიზატორების ვარაუდი
–თუ დავუჯერებთ მსოფლიოს წამყვან ტოტალიზატორებს, მაშინ მადრიდის "რეალმა" 2–0 უნდა დაამარცხოს მეტოქე. მათი ვარაუდი სამეფო კლუბის გართულებულ მდგომარეობას ემიჯნება, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ "თეთრები" ძალიან მოინდომებენ და ჰანდიკაპით დაამარცხებენ "მალიორკას", მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე საკმაოდ მრისხანეა.


ინფრომაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 9 იანვარი 2010
  • 3 506
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 11
3 ბუდიმირი 9
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (113)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)