დე ხეას „იუნაიტედში“ დარჩენის სერიოზული შანსები გაჩნდა
გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობასა და დავიდ დე ხეას შორის საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებაა, მაგრამ გარკვეული შეთანხმება შესაძლოა, მოხდეს, ვინაიდან ორივე მხარისთვის არაერთი ბარიერი წარმოიქმნა.
ფლორენტინო პერესმა სპეკულაციები დაიწყო. ესპანელმა პრეზიდენტმა იცის, რომ დე ხეას მომდევნო სეზონში უფასოდ ჩაიგდებს ხელში. „იუნაიტედს“ კი თავისი პოზიციები აქვს.
საბოლოო ჯამში ყველაფერს ფეხბურთელი ეწირება. დავიდმა ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაიფუჭა, ის მზად არის, მადრიდელებს შეუერთდეს, მაგრამ უეცრად დაინახა, რომ პერესი იმდენად აღარ აქტიურობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დე ხეას „იუნაიტედში“ დარჩენის შანსები იზრდება.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 12 აგვისტო 2015
- 3 543
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.