BBC: დე ხეა "იუნაიტედში" რჩება
ცნობილი გამომცემლობა BBC უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მანჩესტერ "იუნაიტედსა" და მადრიდის "რეალს" შორის შეთანხმება მაინც არ შედგა. ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "თეთრებმა" "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობასთან გარიგება წარმატებით დაასრულეს.
დღეს BBC-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დავიდ დე ხეა მანჩესტერ "იუნაიტედის" რიგებში კიდევ ერთი წლით დარჩება. 2016 წლის ზაფხულში ესპანერ კიპერს კონტრაქტი ამოეწურება და იგი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ამ ყველაფრის შემდეგ კი სამეფო კლუბს ხელს ვერავინ შეუშლის დე ხეას გაფორმებაში.
Bernabeudigital.com
- 11 აგვისტო 2015
- 5 398
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.