„რეალი“ ალვარო მორატას მიუბრუნდა

მას შემდეგ, რაც ფლორენტინო პერესმა პრე-სეზონის მატჩები შეაჯამა, დაასკვნა, რომ წინა ხაზს აშკარად სჭირდება გაძლიერება...

კარიმ ბენზემას რეალური შემცვლელი არ ჰყავს. ხესე როდრიგესი ნელ-ნელა კრეფს ფორმას, მაგრამ ფაქტია, რომ ესპანელი ტიპიური ცენტრ-ფორვარდი არ არის და ფლანგიდან უფრო პროდუქტიულია.

ბენიტესმა „ცხრიანის“ პოზიციაზე ბეილიც მოსინჯა, მაგრამ არც უელსელი აღმოჩნდა სასწაულების ჩამდენი.

ჩიჩარიტო ერნანდესმა გუნდი დატოვა, სამეფო კლუბს მხოლოდ ერთი ცენტრ-ფორვარდი ჰყავს კარიმ ბენზემას სახით. წინასწარი ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი სექტემბერში დაბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგის სტარტის გამოტოვება მოუწევს.

„ბლანკოსს“ ფორვარდი სჭირდება, პერესმა კი ალვარო მორატა გაიხსენა, რომელმაც შარშან ტურინის „იუვენტუსში“ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ესპანელმა ფეხბურთელმა „მერენგებსაც“ გაუტანა და იტალიურ კოლექტივს ფინალში გასვლაში დაეხმარა.

ალვაროს მამის განცხადებით, მისი შვილი იტალიაში ბედნიერია, რადგან იქ აქვს ნდობა, რაც ესპანეთის დედაქალაქში არ ჰქონდა.

სავარაუდოდ, მორატას პოზიცია შეცვლილი არ ექნება, მან იცის, რომ ბენიტესი სასტარტო მხოლოდ ბენზემას დააყენებს და შეცვლებზე თამაში მოუწევს, ალეგრისთან კი თერთემეტეულში ადგილი გარანტირებული აქვს.

  • Hala
  • 10 აგვისტო 2015
  • 2 248
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)