მადრიდის „რეალის“ საბოლოო შეთავაზება „მანჩესტერს“
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ მანჩესტერ „იუნაიტედს“ საბოლოო შეთავაზება წარუდგინა...
სამეფო კლუბი მზად არის ესპანელი კიპერის, დავიდ დე ხეას სანაცვოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. იმ შემთხვევაში, თუ ინგლისური მხარე თანახმა იქნება, ფლორენტინო პერესი ფეხბურთელს თავად შესთავაზებს პირად კონტრაქტს, რომელიც სავარაუდოდ, 5 წლიანი იქნება.
ამასთანავე, მადრიდის „რეალი“ დასძენს, რომ თუკი ვან გაალი მხოლოდ 35 მილიონ ევროზე იქნება თანახმა, დედაქალაქური კოლექტივი თავს შეიკავებს ფეხბურთელის ყიდვისგან და მომდევნო წელს დაელოდება, როდესაც დავიდი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს ისე შეუერთდება „მერენგების“ რიგებს.
- 10 აგვისტო 2015
- 4 472
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.