როგორი იქნება მადრიდის რეალის შეტევა?
მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალმა უკვე სერიოზულად გააძლიერა თავისი შემტევი ხაზი, მას შემდეგ, რაც იყიდა: კაკა რონალდო და ბენზემა. შემდეგი კი როგორც ექსპერტები აცხადებენ რიბერი იქნება.
მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალმა უკვე სერიოზულად გააძლიერა თავისი შემტევი ხაზი, მას შემდეგ, რაც იყიდა: კაკა რონალდო და ბენზემა. შემდეგი კი როგორც ექსპერტები აცხადებენ რიბერი იქნება.
ფლორენტინო პერესის მიერ დაანონსებული განცხადება ახალი ვარსკვლავის შეძენის თაობაზე ერთ დღეში შესრულდა, მადრიდის რეალმა შეიძინა კიდევ ერთი ვარესკვლავი. მართალია პერესმა არ დაასახელა თუ ვისი შეძენა იყო დაგეგმილი, მაგრამ მალე ამ ფეხბურთელის სახელი ყველამ გაიგო. პერესმა მანჩესტერ იუნაიტედს კარიმ ბენზემა ცხვირწინ ააცალა და მანუელ პელეგრინის შეუქმნა სერიოზული საზრუნავი თუ ვინ უნდა იყვნენ მადრიდის რეალის ძირითადი შემტევები.
ამჟამად მადრიდის რეალის შეტევა ასე გამოიყურება: კაკა, რონალდო, რობენი, სნეიდერი, ვან დერ ვაარტი, დრენტე, რაული, ნისტელროი, იგუაინი, ჰუნტელაარი, ნეგრედო და ბენზემა, ამ რიცხვს ალბათ უნდა დავუმატოთ გუტიც, რომელიც ხშირად თამაშობს ფლეიმეიქერის პოზიციაზე. შთამბეჭდავი სია არის და უკვე არ აქვს მნიშვნელობა გადმოვა თუ არა რეალში რიბერი კონკურენცია აშკარად დიდია, თუმცა პერესი თავისას არ იშლის და კვლავ სერიოზულად არის ფრანგი გარემარბის გადმობირებით, აგრეთვე აწარმოებს საუბარს ვალენსიასთან დავიდ სილვას თაობაზე.
ჩნდება კითხვა, ვინ უნდა გამოვიდეს ძირითად შემადგენლობაში? და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შეძლებენ თუ არა ისინი ერთად თამაშს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა კი თქვენთვის მომინდია.
- 2 ივლისი 2009
- 3 772
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.