ჩერიშევი ნაკრების წამყვან ფეხბურთელად მოიაზრება
რუსეთის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ ჩერიშევის გამოცდილება მის გეგმებს ზუსტად მოერგება.
"დენის ჩერიშევი რუსეთის ნაკრების ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია. მას სრულ ნდობას ვუცხადებ. თუ იგი მადრიდის "რეალში" გააგრძელებს თამაშს და კიდევ დააგროვებს გამოცდილებას, რუსეთის ნაკრებს ეს ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად წაადგება."
ჩერიშევის დებიუტი რუსეთის ეროვნულ ნაკრებში 2012 წელს შედგა. ფაბიო კაპელომ იგი პირველად აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გამოიყვანა მინდორზე და ამის შემდეგ იტალიელი სპეციალისტი დენისს სტაბილურად იძახებდა ნაკრებში.
Marca.com
- 8 აგვისტო 2015
- 2 942
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.