"ვალერენგასთან" ფანები ოდეგარს ელოდებიან
ხვალ, 9 აგვისტოს, სამეფო კლუბი ოსლოში ამხანაგრუ მატჩს გამართავს ნორვეგიულ კლუბ "ვალერენგასთან".
28000 ბილეთი ერთი კვირის წინ სრულად გაიყიდა და ნორვეგიელები ახლა ამხანაგური დაპირისპირების მოლოდინში არიან. ფანები მინდორზე თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლის, სამეფო კლუბის მაისურში გამოწყობილის ხილვას ელიან. საუბარია მარტინ ოდეგარზე.
ახალგაზრდა ტალანტს ათასობით ნორვეგიელი ელოდება. მარტინმა ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობის ქვეშ გაატარა ერთი წელი და ახალ უკვე ძირითადი გუნდის განაცხადშია მოხვედრილი.
გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გუნდის ტრავმების გამო ვერ დაეხმარება, ოდეგარს ეძლევა შანსი თავის სამშობლოში სათამაშო წუთები მიიღოს და ფანები გაახაროს.
Marca.com
- 8 აგვისტო 2015
- 1 349
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.