რამოსი და რონალდო ნორვეგიაში არ გაფრინდნენ
"ვალერანგასთან" ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად, სამეფო კლუბი ნორვეგიაში გაემგზავრა.
სამწუხაროდ მადრიდის "რეალს" რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. "თეთრებს" გამოაკლდათ რამოსი და რონალდო. ისინი ნორვეგიაში ვერ გაემგზავრნენ. პორტუგალიელი ვარსკვლავი ზურგის არეში გრძნობს ტკივილებს, ხოლო ესპანელი ცენტრალური მცველი მარჯვენა ფეხზე "ბაიერნთან" მიღებული დზიანების შემდეგ გამოჯამრთელებას ვერ ახერხებს.
აღსანიშნავია, რომ ასევე ტრავმების გამო მადრიდის "რეალის" დახმარებას ვერ შეძლებენ, ფაბიო კოენტრაო, პეპე და ბენზემა. სამივე ფეხბურთელი ფიზიკურ დისკომფორტს გრძნობს და ბენიტესმა ისინი 23 კაციან განაცხადში არ შეიყვანა.
მადრიდის "რეალის" განაცხადი "ვალერანგას" წინააღმდეგ:
მეკარეები: კეილორ ნავასი და კიკო კასილია.
დაცვა: ვარანი, ნაჩო, მარსელო, კარვახალი, არბელოა და დანილო.
ნახევარდაცვა: კროოსი, ხამესი, ბეილი, კაზემირო, მოდრიჩი, ჩერიშევი, ისკო, ილარა, ასენსიო, ლიორენტე და ოდეგარი.
თავდასხმა: ხესე, ლუკას ვასკესი და ბორხა მაიორალი.
Marca.com
- 8 აგვისტო 2015
- 2 703
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.