სერხიო რამოსმა „რეალის“ ახალ შეთავაზებაზე უარი თქვა
როგორც სჩანს, მადრიდის „რეალისა“ და სერხიო რამოსის საგა არ დასრულებულა, ვინაიდან კაპიტანმა ახალ შეთავაზებაზე უარი თქვა...
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა პერესმა სერხიოს 6 წლიანი კონტრაქტი და წლიურად 7.5 მილიონი ევრო შესთავაზა და მაშინვე უარი მიიღო.
სერხიოს მოთხოვნა მინიმუმ 8.5-9 მილიონი ევროა. კაპიტანი თვლის, რომ ის გაცილებით მეტ საქმეს აკეთებს კოლექტივში, ვიდრე მასზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები, ამიტომ ხელმძღვანელობამ მისი ღვაწლი უნდა დაინახოს.
სერხიოს კონტრაქტს ვადა მალე ეწურება, ამიტომ ფლორენტინო პერესს ახალი შეთავაზების გაკეთება მოუწევს.
- 8 აგვისტო 2015
- 4 892
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.