დი მარიას ტრანსფერით რეალიც იხეირებს
როგორც მოგეხსენებათ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა "მადრიდის რეალის" ყოფილი ფეხბურთელის, ანხელ დი მარიას ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "პსჟ"-ში.
როგორც ცნობილია პარიზელებს არგენტინელის შესაძენად, 44 მილიონი ფუნტი დასჭირდათ. ამ ტრანსფერის შედეგად კი "მადრიდის რეალიც" იხეირებს.
როგორც ცნობილია, როდესაც დი მარია "რეალიდან" მანჩესტერში გადაბარგდა, კონტრაქტის დეტალებში ჩაიდო პუნქტი,რომლის შედეგადაც არგენტინელის ინგლისიდან აბარგების შემთხვევაში რეალიც იხეირებდა. დღეს კი ცნობილი გახდა რომ "მადრიდის რეალი" ამ ტრანსფერის წყალობით 5.5 მილიონ ფუნტს მიიღებს.
შეგახსენებთ რომ დი მარია შარშან "მადრიდის რეალიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" 65 მილიონი ევროს საფასურად გადავიდა.
- 7 აგვისტო 2015
- 4 453
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.