კრიშტიანო რონალდუ ბრუნდება

დღეს, დილას, მადრიდისტებისთვის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. რაფაელ ბენიტესმა შეიტყო, რომ გუნდის უდავო ლიდერს და მთავარ მეგოლეს, კრიშტიანო რონალდუს 100%-იანი დატვირთვის მიღება შეუძლია...

პორტუგალიელი ფეხბურთელი მომავალ ვარჯიშზე სრულად დაიტვირთება და 9 აგვისტოს, ამხანაგურ დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას.

ბენიტესის შეგირდები „ვალერენგასთან“ გააგორებენ ბურთს. ეს იქნება ბოლო შეხვედრა, რომელიც პრე-სეზონის ეგიდით გაიმართება.

„მერენგებისთვის“ ლა ლიგა სტარტს 23 აგვისტოს აიღებს, პირველ შეხვედრაში დედაქალაქელები ხიხონის „სპორტინგს“ დაუპირისპირდებიან.

სამწვრთნელო შტაბში იმედოვნებენ, რომ კრიშტიანოსთან ერთად კარიმ ბენზემას დროულად დაბრუნდება და 23-ისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

  • Hala
  • 7 აგვისტო 2015
  • 5 263
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (155)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)