CR7 რაულის რეკორდის მოსახსნელად მზად არის
რონალდო სულ მალე მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ კრიშტიანო რონალდო სამეფო კლუბის რეკორდსმენი გატანილი ბურთების მიხედვით წელს გახდება. იგი ამ ეტაპზე მეორე ადგილზე, ხოლო პირველ ადგილს ჯერ-ჯერობით გუნდის ლეგენდა, რაულ გონსალეს ბლანკო იკავებს 323 გოლით.
პორტუგალიელმა ვარკსვლავმა "თეთრი" მაისურით უკვე 314-ჯერ შეძლო მოწინააღმდეგის კარის აღება. რეკორდის დამყარებამდე კი სულ რაღაც 9 ბურთი რჩება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კრიშტიანო ერთ მატჩში საშუალოდ 1.2 გოლის გატანას ახერხებს, იგი 324 ბურთს 4 ოქტომერს გაიტანს ვისენტე კალდერონზე, სადაც "რეალი" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.
Marca.com
- 5 აგვისტო 2015
- 3 222
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.