კროოსი „ბაიერნის“, ჩაბი ალონსო კი „რეალის“ წინააღმდეგ
დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდებიან...
მატჩს დიდი ინტრიგა აქვს. გუარდიოლა ბენიტესის წინააღმდეგ (კატალონიელი და მადრიდელი), არიენ რობენი ყოფილ კლუბს უპირისპირდება.
ამასთანავე გასახსენებელია ბოლო შეხვედრა, რომელიც ამ კლუბებს შორის გაიმართა. კარლო ანჩელოტიმ პეპ გვარდიოლას გუნდი ნამდვილად დააჩოქა.
მადრიდში 1-0 გამარჯვების შემდეგ, განმეორებით დაპირისპირებაში ფავორიტად მიუნხენელები მონათლეს, ვინაიდან პაექრობა გერმანიაში, „ალიანც არენაზე“ უნდა გამართულიყო.
მადრიდულმა გიგანტმა „ბაიერნი“ მისსავე მოედანზე 0-4 დაამარცხა და ყველა დროის რეკორდი დაამყარა. „რეკორდმაისტერი“ ასეთი ანგარიშით საკუთარ არენაზე არასდროს დამარცხებულა.
თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. ტონი კროოსი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს, მადრიდელთა შეტევების ჩაშლას კი ჩაბი ალონსო შეეცდება, რომელიც „ბაიერნის“ დამარცხებაში უმთავრეს როლს თამაშობდა.
და ბოლოს, დღეს პრე-სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება, გამაჯვებული გუნდი კი „აუდის თასს“ დაეუფლება.
- 5 აგვისტო 2015
- 1 815
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.