ლოპეტეგი: "იკერი 20 წლის ბიჭივითაა"
ხულენ ლოპეტეგი, "პორტოს" თავკაცი იკერ კასილასის შესაძლებლობებით აღფრთოვანებულია.
"ჩვენს გუნდში მოვიდა იკერ კასილასი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. იგი ისე ირჯება, როგორც 20 წლის ახალბედა კიპერი. ბოლომდე იხარჯება ვარჯიშებზე. მისი გამოცდილება კი ჩვენ ძალიან დიდ ძალას გვაძლევს."
"ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. სეზონი ახლოვდება და მინდა, რომ თითოეული მოთამაშე საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში იყოს. წინ დიდი გამარჯვებები გველის, თუმცა ამისთვის ბევრი მუშაობა და გარჯა გვესაჭიროება."
As.com
- 2 აგვისტო 2015
- 2 685
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.