"დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილია"
კრიშტიანო რონალდო საქორწილო ცერემონიაზე ეკლესიაში შეამჩნიეს.
როგორც გაირკვა, პორტუგალიელი ვარსკვლავის პირად აგენტს, ხორხე მენდესს დღეს ცოლი მოჰყავს. ეკლესიაში 400-მდე ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის ყველაზე გამორჩეული სტუმარი სწორედ მადრიდის "რეალის" მეშვიდე ნომერი იყო.
რონის აგენტს დარბაზების და საცერემონიო ბაღის დაქირავება 100'000 ევრომდე დაუჯდა. წვეულება საკმაოდ დიდი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ქორწილში ფეხბურთის ელიტა შეიმჩნეოდა.
კრიშტიანო რონალდო არ იყო ერთადერთი წარმომადგენელი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობიდან. ცერემონიას აგრეთვე დაესწრნენ ხამეს როდრიგესი, პეპე, რადამელ ფალკაო, ჟოზე მოურინიო და ხორხე ხესუსი. აგრეთვე პირადი მოწვებები გაუგზავნეს ფლორენტინო პერესს, რომან აბრამოვიჩს, პეტერ ლიმს და ხოან ლაპორტას.
Marca.com
- 2 აგვისტო 2015
- 3 779
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.