ბენიტესი ტაქტიკაზე ვერ ჩამოყალიბდა

ბენიტესი ვერ ჩამოყალიბდა ანჩელოტის მიერ შემუშავებულ ტაქტიკას მიჰყვეს, თუ ახალი სათამაშო სქემა დანერგოს.

ესპანელ სპეციალისტს ძალიან ბევრი საფიქრალი აქვს ძირითად შემადგენლობასთან და დატქიკასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, ისკოს და ხამესს შორის საუკეთესოს ამორჩევაა. ბენიტესის გადაწყვეტილებით, როდესაც მის შეგირდებს ბურთი არ ექნებათ, მადრიდისტები თავს 4-4-2 პრინციპით დაიცავენ. რაც შეეხება შეტევას, "თეთრები" 4-3-3 პრინციპით დაესხმებიან თავს შეტევას. ხოლო როდესაც მადრიდის "რეალი" ხანგრძლივ მოსამზადებელი შეტევის ორგანიზებას წამოიწყებს, "მერენგები" 4-2-3-1 სქემით განლაგდებიან, ზუსტად ისე, როგორც ეს ანჩელოტიმ მოიფიქრა გასული სეზონის ბოლოს.

ბენიტესისთვის ასევე უმთავრესია დაცვითი რგოლის გაძლიერება. სამეფო კლუბის თავკაცი შემტევი ფეხბურთით აპირებს გულშემატკივრების განებივრებას, სწორედ ამიტომ ვარჯიშებზე განსაკუთრებით დიდი დრო მცველებს დაეთმობათ. ასესვე კლუბში არის პირველი მეკარის საკითხი. კეილორ ნავასსა და კიკო კასილიას შორის სერიოზული კონკურენცია მიდის. ორივე კიპერმა მაღალ დონეზე იასპარეზა და მათ კიდევ მიეცემათ შანსი თავის გამოსაჩენად.

ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი ნახევარდაცვის ბურჯები იქნებაინ და მათ ხელს ვერავინ ახლებს. ეს დუეტი სასტარტო შემადგენლობის უცვლელი ფიგურები იქნებიან. თუ რომელიმე მათგანი დისკვალიფიკაციას მიიღებს ან ტრავმა შეაწუხებს, საქმეში კაზემირო ჩაერთვება. ბრაზილიელი ნახევარმცველი სავარაუდოდ შეცვლაზეც ხშირად შემოვა.

Marca.com

  • Junior
  • 2 აგვისტო 2015
  • 3 457
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)