მადრიდის „რეალის“ ბოლო შეთავაზება „დორტმუნდს“ და როისს
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მზად არის, დორტმუნდის „ბორუსიას“ ბოლო შეთავაზება გაუკეთოს...
ამ ეტაპზე წინადადება ფორმირების პროცესშია. წინასწარი ინფორმაციით, მადრიდული გიგანტის როისის სანაცვლოდ 47 მილიონ ევროს გამოყოფს, თუმცა ეს ციფრი ზუსტად დადგენილი არ არის.
დედაქალაქელები ფეხბურთელს წლიურად 8.8 მილიონ ევროს შესთავაზებენ, ესპანური მხარე მზად არის, მარკოს სარეკლამო შემოსავლებზეც გააკეთოს გარკვუელი შეღავათი.
რამდენიმე დღის წინ, როისის აგენტმა განაცხადა, რომ სამეფო კლუბთან შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
როგორც სჩანს, ფლორენტინო სერიოზულად ეცდება გერმანელი ფეხბურთელის გადმობირებას.
- 2 აგვისტო 2015
- 4 513
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.