"ბოკა ხუნიორსი" გაგოთი დაინტერესდა
მადრიდის "რეალის" არგენტინელ ნახევარმცველ ფენრანდო გაგოს "ბოკა ხუნიორსში" მოიაზრებენ სებასტიან ბატაგლის შემცვლელად მოედნის ცენტრში.
ბუენოს აირესული კლუბის მთავარ მწვრთნელ ალფიო ბასილეს ძალიან სურს თავის გუნდში იხილოს მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ფერნანდო გაგო, იმისათვის, რომ მან გუნდში ტრამვირებული სებასტიან ბატაგლის ადგილი დაიკავოს. ბასილე არგენტინაში ისეთ ცნობილ ნახევარმცველებს აკვირდებოდა როგორებიც არიან: ხესუს მენდესი, ხუანი და მარიო ბოლატი. მაგრამ ბოლოს არჩევანი "რეალის" ნახევარმცველზე შეაჩერა, რომელიც ვერაფრით ვერ ახერხებს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას.
მიუხედავად "ბოკას" დაინტერესებისა ფერნანდოს იმედი აქვს, რომ მამადუ დიარას აფრიკის თასზე წასვლის შემდეგ თავის შესაძლებლობებს დაამტკიცებს "რეალში". ეს იქნება ერთადერთი შესაძლებლობა გაგო მოხვდეს წლევანდელ სეზონში "რეალის" ძირითად შემადგენლობაში. მაგრამ არსებობს რისკი, რომ გაგო ვერ გაემგზავრება მუნდიალზე სათამაშო პრაქტიკის არ ქონის გამო, რაზეც დიეგო მარადონამ ცოტა ხნის წინ ცალსახად გაამახვილა ყურადღება.
- 8 იანვარი 2010
- 2 462
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.