არბელოა:„მადრიდის „რეალის“ დატოვებას არ ვაპირებ“
ალვარო არბელოას განცხადებით, ის არ გეგმავს მადრიდული გიგანტის დატოვებას...
„რატომ დავტოვო კლუბი, სადაც უბედნიერესი ვარ. რაფაელ ბენიტესი ჩემი მეგობარია, „ლივერპულში“ ასპარეზობის დროს, ესპანელ სპეციალისტს ძალიან დავუახლოვდი.“
„ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მადრიდის „რეალის“ მაისურის მორგება.“
„არსად წასვლას არ ვგეგმავ, ვინაიდან ძალიან მიყვარს აქაურობა.“
„კონკურენცია? ამის არასდროს მეშინოდა, საბრძოლველად მზად ვარ.“
„დანილოს სახით უმაღლესი კლასის ფეხბურთელი შევიძინეთ, ასევე ძალიან კარგ ფორმაშია კარვახალი, ამიტომ ბევრი შრომა მმართებს, თუმცა მარცხენა პოზიციაზეც შემიძლია გარჯა.“
- 2 აგვისტო 2015
- 1 423
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.