ოდეგარმა დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები
16 წლის ასაკში მადრიდის "რეალის" პირველ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელი.
მარტინ ოდეგარი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მან უკვე სამეფო კლუბთან ერთად პირველივე საზაფხულო ტურნეში მიიღო მონაწილეობა და მისმა მაღალი დონის ოსტატობამ სამწვრთნელო შტაბი საფიქრალში ჩააგდო.
მარტინმა "რომას" წინააღმდეგ 45 წუთი დაჰყო მინდორზე. მას ჰქონდა რამდენიმე ხელსაყრელი შანსი, თუმცა აქტივში თავისი სახელის და გვარის დაფიქსირება ვერ შეძლო. ოდეგარი აგრძელებს თავის თავზე მუშაობას და თავისი ასაკის მიუხედავად გუნდში ადგილის დასამკვირდებლად იბრძვი.
მიუხედავად იმისა, რომ რაფა ბენიტესი ნორვეგიელ ტალანტს ბევრ სათამაშო დროს არ აძლევს, ესპანელმა სპეციალისტმა გააცნობიერა ის, რომ ოდეგარი უდიდეს ტალანტს ფლობს, რომლის დაკარგვა არ შეიძლება.
აღსანიშნავია, რომ ოდეგარს გართულებები შეხვდა კასტილიაში. თავიდან მან კარგად დაიწყო თამაში, შემდეგ კი ზინედინ ზიდანის დამრიგებლობის ქვეშ იგი პრობლემებს წააწყდა, თუმცა ზიზუმ შეძლო მისი "ფსიქოლოგიური ჩიხიდან" გამოყვანა და კვლავ მაღალ საფეხურზე დადგა. მარტინის მონდომება კი ახლა თვალნათლივ ჩანს.
Marca.com
- 1 აგვისტო 2015
- 6 618
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.