ვან გაალმა დავიდ დე ხეას კლუბიდან გაშვება მოითხოვა
ინგლისური გაზეთები აჭრელებულია, დღეს არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ლუის ვან გაალს ყელში ამოუვიდა დავიდ დე ხეას ირგლვივ განვითარებული მოვლენები და ფეხბურთელის გაშვება მოითხოვა...
ფეხბურთის ჰოლანდიელი სპეციალისტი ძალიან დაიღალა, მას სურს, რომ მშვიდად იმუშავოს და კარის დარაჯის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს.
თუ დე ხეას წასვლა სურს, ის უნდა გაემგზავროს სამშობლოში - ეს არის ლუისის პოზიცია.
ფლორენტინო პერესს ეს ამბავი რა თქმა უნდა, არ გამორჩება.
„მანჩესტერი“ კიპერის ძიებაშია, ერთ-ერთი კანდიდატურა კი კეილორ ნავასი გახლავთ. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 1 აგვისტო 2015
- 6 130
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.