კაზემირო ომს აცხადებს

ბრაზილიელი ნახევარმცველი საბრძოლვევლად ემზადება.

"მილანის" წინააღმდეგ მატჩში რაფა ბენიტესმა კაზემიროს მთელი 90 წუთი მისცა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა კი უმაღლეს დონეზე იასპარეზა და გუნდის მწვრთნელს თავისი შესაძლებლობები დაუმტკიცა. იგი ძალიან ბევრს მოძრაობდა მოედნის შუაგულში და მეტწილად მეტოქის განეიტრალებას ახერხებდა.

აღსანიშნავია, რომ კაზემირომ ლუკა მოდრიჩის გვერდითაც ითამაშა და ტონი კროოსთან ერთადაც ცდილობდა თამაშის დალაგებას ცენტრში. ორივე ფეხბურთელთან თამაშისას, კაზემიროს სტილი უცვლელი იყო. იგი ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებდა ორივე შემთხვევაში.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ბენიტესის დავალებებს უნაკლოდ ასრულებს. იგი მარჯვნიაც თამაშობს, მარცხნივაც, მცველების დახმარებასაც ცდილობს და აგრეთვე ორიენტირებულია სწრაფი შეტევის წამოწყებისკენ. აღნიშნულ კომპონენტებში უკანასკნელი შეხვედრიდან გამომდინარე მადრიდელთა მეთოთხმეტე ნომერს ნაკლი არ მოეძებნება.

მას შემდეგ, რაც კაზემირო მადრიდის "რეალში" დაბრუნდა, იგი ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებოდა და ცდილობდა მწვრთნელის ნდობის მოპოვებას. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს მან ეს მოახერხა, რადგან ბენიტესმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გამორჩეულად შეაქო ბრაზილიელი ნახევარმცველი.

Marca.com

  • Junior
  • 1 აგვისტო 2015
  • 3 070
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)