კასილასი: "ესპანეთიდან წასვლა მინდოდა"
იკერ კასილასმა მის ტრანსფერთან დაკავშირებით კითხვისნიშნები არ დატოვა.
"მე საკმაოდ ბევრი შემოთავაზება მქონდა. საბოლოოდ პორტო ავირჩიე, რადგან ესპანეთში დარჩენის შემთხვევაში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაში მომიწევდა. პორტუგალიურ გრანდში კი ამის ნაკლები შანსია."
"პრეზიდენტს ჩემი სურვილი გავაცანი და სწორედ ამის შედეგად გადმოვბარგდი "პორტოში". ეს არის საკმაოდ კარგი და ძლიერი გუნდი, რომელსაც შორს მიმავალი გეგმები აქვს. მე კი ვეცდები ჩემი ახალი თანაგუნდელების და სამწვრთნელო შტაბის იმედები გავამართლო."
Bernabeudigital.com
- 31 ივლისი 2015
- 6 732
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.