კაზემირო:„გერმანიაში უფრო მაღალი რანგის მატჩებს გავმართავთ“

ბრაზილიელი ფეხბურთელის, კაზემიროს განცხადებით, მადრიდის „რეალს“ გერმანიაში უფრო მაღალი რანგის მატჩები აქვს გასამართი...

„პრე-სეზონი შესანიშნავად მიმდინარეობს. რამდენიმე გამარჯვება მოვიპოვეთ და კმაყოფილები ვართ, მაგრამ ვფიქრობ, გერმანიაში უფრო მაღალი რანგის მატჩები გვექნება გასამართი.“

„მადრიდის „რეალი“ ევროპას უბრუნდება. „ტოტენჰემთან“ მნიშვნელოვან მატჩს ჩავატარებთ და კიდევ ერთხელ ვნახავთ, თუ რა დონემდე მივედით.“

„მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრა? ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ იქნება ჩვენი კონკურენტი. შესაძლოა, გერმანელებს საერთოდ არ შევხვდეთ, ყველაფერი ტურნირის წესების მიხედვით იქნება დაგეგმილი, თუმცა თუ „ალიანც არენაზე“ მასპინძლებს ვეთამაშეთ, ძალიან საინტერესო პაექრობა იქნება.“

„არ დამავიწყდება რამდენიმე თვის წინ გამართული დაპირისპირება, როდესაც გვარდიოლას გუნდის დამარცხებასთან ახლოს ვიყავი, თუმცა „პორტუ“ 1/4 ფინალს მიღმა დარჩა.“

  • Hala
  • 30 ივლისი 2015
  • 3 278
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (166)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (307)