ილიარამენდისთვის „ელჩეც“ იბრძოლებს
ესპანურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, ასიერ ილიარამენდის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა...
ბასკი ნახევარმცველის შეძენით „ელჩეს“ ხელმძღვანელობა დაინტერესდა.
„ელჩე“ პრიმერაში შარშან გადმოვიდა და საკმაოდ ბევრი იბრძოლა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად, აქედან გამომდინარე მმართველები წინსვლაზე ფიქრობენ.
ილიარამენდის მომავალი „რეალში“ ნამდვილად ბურუსით არის მოცული.
„ელჩეს“ ხელმძღვანელობა მზად არის, ასიერის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფეხბურთელთან კი 4 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
- 30 ივლისი 2015
- 1 878
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.