The Sun: "იუნაიტედმა" კრიშტიანო დაივიწყა
კრიშტიანო რონალდოს საბაზრო ღირებულება 120 მილიონ ევროს შეადგენს.
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბრიტანულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მანჩესტერ "იუნაიტედს" პორტუგალიელი ვარსკვლავის დაბრუნდება სურდათ და ისინი მზად იყვნენ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად 120 მილიონი ევრო გადაეხადათ.
დღევანდელი წყაროს ცნობით კი "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ 120 მილიონის გუნდის ბიუჯეტიდან გადინება მხოლოდ ერთი ფეხბურთელის დამატებისთვის არასწორი გათვლა იქნებოდა და ამ ფაქტს შესაძლოა გუნდის ფინანსური რღვევა გამოეწვია. ასე რომ, "იუნაიტედი" კრიშტიანო რონალდოს გადმობირებას ვეღარ შეძლებს და CR7 მადრიდის "რეალში" გააგრძელებს თამაშს.
Bernabeudigital.com
- 30 ივლისი 2015
- 5 405
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.