ბენიტესი: "მიჰაილოვიჩი "მილანს" შეეფერება
რაფა ბენიტესმა "მილანის" იუგოსლავიელ დამრიგებელზე ისაუბრა.
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მიჰაილოვიჩი "მილანის" შესაფერისი მწვრთნელია და "როსენერო" მასთან ერთად წარმატებას მიაღწევს.
ბოლო რამდნემიმე, წელია მილანური გრანდი სახელს ვეღარ ამართლებს, როგორც სერია ა_ში, ასევე საერთაშორისო ჩემპიონატებშიც. ბერლიუსკონმა არაერთ გზას მიმართა გუნდის კრიზისიდან გამოსაყვანად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 2014-2015 წლებში, გუნდმა 4 მწვრთნელი გამოიცვალა. მასიმილიანო ალეგრის შემდეგ, "წითელ-შავების" სათავეში, მაურო ტასოტი მოვიდა, რომელიც იმავე წელს გაანთავისუფლეს. ტასოტის შემდეგ, გუნდში კლაარენ ზედორფი მოიყვანეს, რომელმაც ფანების იმედები ვერ გაამართლა და ადგილი ფილიპო ინძაგის გადაულოცა, რომელიც ბერლიუსკონმა 2015 წელს გაანთავისუფლა, ხოლო "როსენეროს" სათავეში, სინიშა მიჰაილოვიჩი გაამწესა, რომელმაც უკვე დიდი იმედები მოუტანა მილანელებს.
რაფა ბენიტესი დარწმუნებულია, რომ "მილანი" მიჰაილოვიჩთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდება და ჩემპიონთა ლიგაზეც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ჩამოყალიბდება, როგორც ეს დიდი ხნის წინ იყო.
"მილანი" უდიდესი კლუბია, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ცვლილებები სამწვრთნელო შტაბში, ნიშნავს იმას, რომ გუნდი კვლავ ამბიციურია და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დარწმუნებული ვარ მიჰაილოვიჩი "როსენეროსთვის" საუკეთესო ვარიანტია."
Goal
- 30 ივლისი 2015
- 2 463
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.