კასილია: "გამოცდილება პრესინგის დაძლევაში დამეხმარა"
კიკო კასილიამ "მილანის" წინააღმდეგ მაღალ დონეზე იასპარეზა და დაამტკიცა, რომ სამეფო კლუბის კარის დაცვა შეუძლია.
"მონაწილეობას ვიღებთ ტურნირებზე, რომელიც სეზონის სამზადისის პერიოდში იმართება. მაღალი ენთუზიაზმით ვეკიდებით თითოეულ დაპირისპირებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეხვედრა ამხანაგურია. პენალტის დარტყმაც მომიწია და ვფიქრობ ჩემი გამოცდილების ხარჯზე შევძელი პრესინგის დაძლევა."
"ყოველდღიურ ვარჯიშს კვლავ გავაგრძელებ. ვეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო და გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები, რათა ძირითად შემადგენლობაში მოვიპოვო ადგილი. ახლა მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვირიცხები. მადრიდის "რეალი" ჩემი ოცნების გუნდია და ვეცდები გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუო."
"ადაპტაციის პერიოდი მალე გაივლის, რადგან იდეალური სამწვრთნელო შტაბი და თანაგუნდელები დამხვდნენ აქ. ამას ისიც ემატება, რომ "ბლანკოსის" აკადემიაში გავიზადე და გუნდის იდეოლოგიას კარგად ვიცნობ."
Bernabeudigital.com
- 30 ივლისი 2015
- 2 588
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.